პაატა მანჯგალაძე: დანიელსონის ჩამოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ კომუნიკაცია შედგა ხელისუფლებასთან და “ქართული ოცნება” მზადაა გონივრული კომპრომისისთვის
“სტრატეგია აღმაშენებელის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია შედგა და “ქართული ოცნება” გონივრული კომპრომისისთვის მზადაა.
“დანიელსონის ჩამოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ კომუნიკაცია შედგა ხელისუფლებასთან და “ქართული ოცნება” მზად არის გონივრული კომპრომისისთვის. თუ ეს ასე არ მოხდება, ნიშნავს, რომ ევროპას უარი ვუთხარით და გეზი ავიღეთ ბელარუსისკენ, რასაც ქართველი ხალხი არ მიიღებს”, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა.