დეპუტატი ანა ბუჩუკური: გიდასტურებთ, რომ გახარია ჩემი მეგობარია, წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით, დღეს მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ
“ბევრ კომენტარს არ გავაკეთებ, გიორგი გახარიამ თავად თქვა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის და უახლოეს მომავალში საზოგადოებას გააცნობს მის გეგმებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე: „თქვენი მეგობარია და ეს გავლენას ხომ არ მოახდენს თქვენს პოლიტიკურ კვეთაზე“, ბუჩუკურმა უპასუხა, რომ ნამდვილად მეგობრობენ, თუმცა, სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.
„გიდასტურებთ, რომ გიორგი გახარია ჩემი მეგობარია, წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით. დღეს მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.