“საზოგადოება სერიოზულად დაზიანდება დესტაბილიზაციით, რომელიც შესაძლოა, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ მოიტანოს”
“საქართველოს საზოგადოება სერიოზულად დაზიანდება დესტაბილიზაციით, რომელიც შესაძლოა, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ მოიტანოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა და საქართველოში კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტს გამოეხმაურა.
„საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომელია ის მხარე, რომელიც საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ გამოდის და ის მხარე, რომელიც მზადაა, ყველა საკითხი განიხილოს დეტალურად, თუ ის მხარე, რომელიც ულტიმატუმს აყენებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.