გოგი წულაიას წერილი ციხიდან

გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს და საზოგადოებასა და ოპოზიციის ლიდერებს მხარდაჭერას სთხოვს და მოუწოდებს, რომ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად აღიარონ.

ის ასევე შემდეგი სიტყვებით მიმართავს ოპოზიციას, – “იმის შიშით, რომ ევროპასთან არ დაგასმინონ, ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემი მხარდაჭერისათვის”.

წულაიას წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო მეგორებო და მხარდამჭერებო მოგესალმებით გლდანის ციხის, საკარანტინე კორპუსის 61-ე საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია!

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენია.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარ გებელსები 21-ე საუკენშიც გადმოყვნენ, 1988 წლის შემდეგ, ვარ ეროვნულ მოძრაობში და მის მერე ვაპროტესტებ და ვებრძვი რუსეთისგან საქართველოს წინააღმდეგ გაწეულ ძალადობას.

ვებრძვი და ვაპროტესტებ კომუნისტებიდან დაწყებული ბიძინა სულთნით დამთავრებული, ვებრძოდი ყველა ადამიანს, ვინც ძალადობდა მეორე ადამიანზე და ახლაც ვებრძვი „ნამახვანჰესის“ აშნებას რამეთუ, ვთვლი, რომ ეს არის ძალადობა ბუნბებაზე, ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ზუსტად აქ მტკიცდება, რომ დღესაც ჩვენ ქვეყანაში ბევრი არის გუბელსი, გერინგი, ბერია და ასე შემდეგ.

ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს იმის შიშით, რომ თურმე, ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ, რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის, თუკი, ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი ( გამარჯობა, გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ „უპატიონსესები“ და ამ „პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს, კი ბატონო, ასე იფიქრეთ.

ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ, რომ საქართველო, სასამართლიანი სასამართლო არ არებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა )არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ, მე შემხვდა პატიოსანი, უმწიკლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?

არ ვიცი, ეს რა ლოგიკაა და თუ ასე არ ფიქრობთ, იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს. რა ვიცი , რა ვიცი.

ჩემო მეგობრებო , ადამიანებო, რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ, თუ ამ საქციელის გამო, ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ, გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას! პატივისცემით, თქვენი გოგი წულაია”, – წერს წულაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები