თამარ გაბუნია: გასულ წელს ანაფილაქსიით გარდაცვალების 2 შემთხვევა აღირიცხა

“გასულ წელს ანაფილაქსიით გარდაცვალების 2 შემთხვევა აღირიცხა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ წლევანდელი გარდაცვალების შემთხვევა დაემთხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით ვაქცინაციას.

„სამწუხაროდ, ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება. ბუნებრივია, ეს არ უკავშირდებოდა აქამდე კორონავირუსის ვაქცინას. გასულ წელს ანაფილაქსიით გარდაცვალების 2 შემთხვევა აღირიცხა. ძალიან სამწუხაროა, რომ წლევანდელი გარდაცვალების შემთხვევა დაემთხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ჩვენს გვესმის, რომ ეს გამოიწვევს კიდევ მეტ შიშს, ბევრ კითხვის ნიშანსა და უნდობლობას მოსახლეობას, ამიტომ შევეცდებით სრული და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ იმისთვის, რომ დაიბრუნონ რწმენა ვაქცინაციის სარგებელთან დაკავშირებით“ , – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები