“რისკები მნიშვნელოვნად მცირეა მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით” – ,,ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ,,ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროცესი საქართველოში გაგრძელდება.

ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

,,ქალბატონი მეგი იყო პირველი ექთანი ახალციხეში, ვინც ვაქცინაციის პროცესისკენ მოგვიწოდა, თუმცა, დადგა ეს სამწუხარო შედეგი, რასაც ნამდვილად არ მოველოდით. დანაკარგი დიდია, თუმცა, ჩვენ ისიც გვესმის, რამდენაც დიდი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც უკავშირდება ეპიდემიის პროცესს და როგორია მოსალოდნელი სარგებელი ზოგადად ვაქცინაციის პროგრამის. ამდენად, გუშინ ვაქცინაციის ექპსერტების საბჭომ ასევე გვერდითი მოვლენების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების შესახებ, რაც ასევე ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას, რომელიც კვლავაც უჭერს მხარს ,,ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის გაგრძელებას, გამომდინარე იქიდან, რომ გვერდითი მოვლენები არსებობს, თუმცა რისკები მნიშვნელოვნად მცირეა მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები