ვახტანგ მეგრელიშვილი: იმდენად ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ ამ ხალხს ერთად ლაპარაკი არ შეუძლია

სინამდვილეში, მხარეებს იმდენად არ უყვართ ერთმანეთი, იმდენად ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ ამ ხალხს ერთად ლაპარაკი არ შეუძლია, ეს არის ჩემი ზოგადი შთაბეჭდილება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეგრელიშვილის განცხადებით, ვერცერთი მხარის პოზიცია ვერ გაიგო.

“ველოდებით რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს ლაპარაკის დაწყება. მე მომწონდა იქ პუნქტები, რომელიც მომწონდა და მიმაჩნდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ის გამხდარიყო კონსენსუსის თემა, თუ ის იქნებოდა საჯაროდ განხილული და წნეხი იქნებოდა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც აგდებულად ეკიდებოდნენ ზოგიერთ პუნქტს.

მე მაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ამის თქმის უფლება არ მაქვს და არ ვიცი, როგორ წყდება ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში. ორივე მხარეს ვგულისხმობ, არ მესმის აქ რა ხდება, ვერცერთისგან ვერაფერი ვერ გავიგე,”-აცხადებს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები