ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებას ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებაც

ხელისუფლებას ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებაც, – განაცხადა პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, შარლ მიშელის სპეციალურ წამომადგენელთან, კრისტიან დამიელსონთან მიმიდნარე შეხვედრის ჩაშლის მიზეზად “ოცნების” ამოუწურავი პრეტენზია აღმოჩნდა.

“ყველამ ვნახეთ რა მდგომარეობაში წავიდა ეს ადამიანი აქედან. არავინ მინდა იფიქროს, ოპოზიციას რაიმე კავშირი აქვს იმასთან, რა მდგომარეობაშიც ეს კაცი იყო ჩავარდნილი. ამ ადამიანის აღელვება თავიდან ბოლომდე “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა.

მოლაპარაკების პროცესი არც კი მისულა ახლოს, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები, მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს დაედოთ დოკუმენტი, რომელზეც თანახმა იქნებოდა “ქართული ოცნება”.

მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და ამის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. ვფიქრობ, ხელისუფლებას არ ესმის ამხელა ყურადღება რას ნიშნავს დასავლეთიდან. ის, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

ერთადერთი ახსნა, რაც თქვენ ნახეთ დღეს, არის, რომ ხელისუფებას ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც და ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებაც,”- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები