ალეკო ელისაშვილი: შეთანხმება ჩაიშალა – არცერთ მხარეს არ ადარდებს ამ ქვეყანაში რა მოხდება

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკება ჩაიშალა.

ელისაშვილი დიალოგის ჩაშლაში ორივე მხარეს თანაბრად ადანაშაულებს.

“ძალიან ცოტა კომპრომისი იყო, გაგრძელება როგორი იყო არ ვიცი. მე იმას ვხედავ, რომ არცერთ მხარეს არ ადარდებს ამ ქვეყანაში რა მოხდება მერე და ურჩევნიათ ამ ქვეყანამ იჯანჯღაროს. ვერაფერს ვერ გეტვით კონკრეტულად, ამაზე შეთანხმებულები ვართ. ფაქტია, რომ შეთანხმება ვერ შედგა და ჩაიშალა,” – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა კრისტიან დანიელსონთან 9 საათიანი შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები