გიორგი ვაშაძე: თუ დღეს შეთანხმება არაა, “ოცნებაა” დამნაშავე

“თუ დღეს ქვეყანაში შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში “ქართული ოცნებაა” დამნაშავე” – ეს განცხადება “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის საელჩოში, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსააათიანი მუშაობის შედეგად, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას, ვერც ევროპული სტანდარტი და ღიად მინდა განვახადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავეა “ქართული ოცნება”. რომელსაც არ ესმის რა არის პოლიტიკური კრიზისის მოგვარება. დასავლეთმა კიდევ ერთხელ ნახა, ვისთან აქვს საქმე. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, აბსოლუტურად ლოგიკურად ვსმჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ “ქართული ოცნების” მხრიდან, არ არის ადეკვატურად აღქმული ის კრიტიკული ვითარება, რაც ქვეყანაშია.

დღევანდელი, ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულებული დღე და პროცესი უჩვენებს, რომ ჩვენ არ გვაქვს საქმე სახელმწიფოებრივ მიდგომასთან, ჩვენ საქმე გვაქვს ვიწროპარტიული ინტერესების გატარებასთან “ქართული ოცნების” მხრიდან. აქედან გამომდინარე თუ დღეს ქვეყანაში შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას ამაში ქართული ოცნებაა დამნაშავე. “ქართული ოცნება” იქცევა დესტრუქციულად, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები