„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა რამდენიმე საკითხზე შეთანხმების გარეშე დასრულდა

მედიატორ კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მხოლოდ რამდენიმე საკითხზე შეთანხმებით დასრულდა.

როგორც დანიელსონმა დაახლოებით 10-საათიანი აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე საკითხზე ნაკლები პროგრესი იყო.

„პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტიდან მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით იყო მიღწეული სხვადასხვა ასპექტში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო. ახლა მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს“, – განაცხადა დანიელსონმა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა 15:00 საათისთვის დაიწყო. მოლაპარაკებები 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები