იენს სტოლტენბერგი: ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს, ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა

“ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში იწვევს წუხილს”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს.

„პრემიერმინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვერიდებით რთულ დისკუსიებს. ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში იწვევს წუხილს. ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს. ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების არ გამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას. პრემიერმინისტრო, მოგიწოდებთ, ოპოზიციასთან ერთად საერთო ენისა და გამოსავლის ძიებაზე მუშაობის გაგრძელებას. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ელჩებისა და ევროკომისრების თანდასწრებით. საქართველო ჩვენთვის ნამდვილად ფასეული პარტნიორია და ვაფასებთ პოლიტიკურ პარტნიორობას”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები