ირაჩე გარსია: მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ მიმართოს ძალისხმევა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტი – ირაჩე გარსია საქართველოს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

„გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან დაკავშირებით. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ მიმართოს ძალისხმევა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის სწრაფად გადაჭრისკენ”, – წერს ირაჩე გარსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები