16:00 საათზე დანიელსონი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი – კრისტიან დანიელსონი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
კრისტიან დანიელსონი რამდენიმე დღეა, საქართველოში იმყოფება და ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.