ალი ბაბაევი: საქართველოს გარე მტრებზე უფრო მეტად შინა მტრები ჰყავს, ოპოზიციის სახით
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, საქართველოს გარე მტრებზე უფრო მეტად შინა მტრები ჰყავს, ოპოზიციის სახით. რაც ნათლად გამოიხატება საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროცნული კონგრესის თავმჯდომარე“ ალი ბაბაევი წერს.
მისივე თქმით, საწყენია, რომ მაშინ როდესაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად მოუწოდებენ ოპოზიციას შევიდნენ პარლამენტში და სწორედ იქ გამართონ დისკუსიები, ისინი არ ითვალისწინებენ მოწოდებებს.
“მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის კორონა ვირუსს და მიგან მიყენებულ ზარალს, ამასთანავე ეძებს გზებს რათა თავი დააღწიოს ეკონომიკურ კრიზისს, საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ყოველგვარ ღონეს ხმარობს რათა ხელი შეუშალოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ამასთანავე ყოველგვარ ღონეს ხმარობს გააღვივოს პოლიტიკური კრიზისი და გამოიიწვიოს დესტაბილიზაცია, რაც გამოიხატება სწორედ იმაში, რომ არ ემორჩილება მთავრობის მიერ მიღებულ და გატარებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ამასთანავე არ სცემს პატივს საზოგადოების იმ უმრავლეს ნაწილს, რომელმაც ხმა მისცა არსებულ პოლიტიკური უმრავლესობა ქართულ ოცნებას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩარტარებული არჩევნები არა ერთ გზის აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ, ოპოზიციური ძალა და მასთან ასოცირებული მედია საშვალებები ჯიუტაც ცდილობენ მისთვის უსამართლობის სტატუსის მიკერებას. მოითხოვენ განმეორებით არჩევნების ჩატარებას, რაც სწორედ რომ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათ პირად ინტერესებს და აგრეთვე ქვეყანაში არადემოკრატიული პროცესების გაღვივებას. აგრეთვე ცხადია რომ კანონი ყველა მოქალაქისათვის ერთია, ამდენად შეუძლებელია პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭო ადამიანებს რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს.
საწყენია, რომ მაშინ როდესაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, როგორიც არის ამერიკა და ევროკავშირი, მათი უმაღლესი წარმომადგენლების საშვალებით აქტიურად მოუწოდებენ ვაიოპოზიციას შევიდნენ პარლამენტში და სწორედ იქ გამართონ დისკუსიები, ისინი არ ითვალისწინებენ ამ მრავალგზის მოწოდებებს. ამის სანაცვლოდ ასრულებენ ქვეყნიდან გაქცეული, ნასამართლევი, საქართველოს მოქალაქეობაზეც კი უარის მთქმელი მიხეილ სააკაშვილის დირექტივებს. ქვეყნის ხელისუფლება მოუწოდებს მათ, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით ჩაერთონ მოლაპარაკებებში, მაგრამ ისინი კომპრომისზე არ მიდიან.
აქედან გამოდის დასკვნა, რომ მათი მიზანი არის გამოიწვიონ კრიზისი და დესტაბილიზაცია, რაც მათ საშვალებას მისცემდა ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება რევოლუციურ-გადატრიალების გზით. თუმცა ისინი ამას ვერ ეღირსებიან. სამწუხარო ფაქტის მომსწრე გავხდით სწორედ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ეთობლივ დაკვნით პრესკომფერენციაზე, სადაც სწორედ ოპოზიციურ ძალებთან ასოცირებული მედიაჟურნალისტის მხრიდან დასმული იქნა არა კორექტული, პროვოკაციული და ამ დონის შეხვედრისათვის სრულიად შეუფერებელი შეკითხვები. სამწუხარო არის სწორედ ის, რომ ყოველივე ეს უარყოფითად აისახა ქვეყნის იმიჯზე, საერთაშორისო მაშტაბით”, – წერს ბაბაევი.