თამთა მეგრელიშვილი: “ქართულ ოცნებაში” არიან ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრები, ოპოზიციაში კი აგენტები
ქართულ ოცნებაში არიან პარტიის ლიდერები რომლებიც არიან ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრები. აი ოპოზიციაში კი არიან აგენტები, უცხოური სპეცსამსახურის თანამშრომლები და მათზე დამოკიდებული ადამიანები, – ამის შესახებ იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე აზრით, “ყველაფერი ზედაპირზე დევს”.
“დიდხანს მინდოდა ამის დაწერა და ახლა მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი დროა.
ქართულ ოცნებაში არიან ადამიანები, პარტიის ლიდერები, რომლებიც არიან ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრები და ევროატლანტიკური სტრუქტურების მეგობრები, მოკავშირეები და პარტნიორები.
აი ოპოზიციაში კი არიან აგენტები, უცხოური სპეცსამსახურის თანამშრომლები და მათზე დამოკიდებული ადამიანები. არა მხოლოდ რუსეთის, სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ მაინც სპეცსამსახურების თანამშრომლები.
დაფიქრდით, ყველაფერი ზედაპირზე დევს”, – წერს მეგრელიშვილი.