ჟოზეფ ბორელი: ვისაუბრეთ საარჩევნო, სასამართლო სისტემების რეფორმაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დემოკრატიისთვის, ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდისთვის

“ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, საუბარი იყო საარჩევნო, სასამართლო სისტემების რეფორმაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დემოკრატიისთვის, ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდისთვის”, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმას.

„მე ხაზი გავუსვი, რომ საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმის დანაპირები უნდა შეასრულოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ნდობა გაიზარდოს მოსახლეობის მხრიდან, უნდა შეიქმნას ამის საფუძვლები”, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები