ლევან იოსელიანი: ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა, სხვანაირად არ გამოვა

“ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა, სხვანაირად არ გამოვა”,– ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელის შეხვედრის ეფექტურობა ქვეყნის შიგნით კრიზისის მოგვარებაზეა დამოკიდებული.

„მე ვნახე განცხადებები, სადაც ორივე მხარე ამბობს, რომ კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ, ეს სწორია – მოუწევთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. დღეს ბრიუსელის შეხვედრის ეფექტურობა დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით კრიზისის მოგვარებასთან. გარეთ ყველა ელოდება, რომ შიგნით დავასრულებთ მოლაპარაკებებს ქვეყნისთვის სასიკეთოდ“, – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები