კასპში, ერთ-ერთ სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
კასპში, ერთ-ერთ სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.