მაიკლ გალერი: საქართველოში მოქალაქეები კარგავენ ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩეული წარმომადგენლების მიმართ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში

საქართველოში მოქალაქეები კარგავენ ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩეული წარმომადგენლების მიმართ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ განაცხადა.

როგორც მან ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები იმართება,  საქართველოში პოლიტიკური კონფრონტაცია კონსოლიდაციისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„პოლიტიკური კონფრონტაცია საქართველოში არის საფრთხე კონსოლიდაციისთვის ქვეყანაში. მოქალაქეები კარგავენ ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩეული წარმომადგენლების მიმართ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში. ჩვენს ინტერესებშია წვლილი შევიტანოთ დეესკალაციაში. კარგია, რომ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით გვაქვს დღის წესრიგი და შეხვედრები. გასულ კვირაში თბილისში ბატონი შარლ მიშელის ვიზიტი, მომავალ კვირაში ასოცირების საბჭოს შეხვედრა აქ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრთან.

ჩვენ უკვე გამოვყავით საკითხები სადაც გვჭირდება, რომ ყველა მხარემ წინ გადადგას ნაბიჯი და დაახლოვდეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ მოკლევადიან პოლიტიკურ სარგებელზე რომელიმე მხარისთვის, ჩვენ ვსაუბრობთ დაბრუნებაზე საერთო გზაზე, რომელიც ევროპისკენ მიდის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონს და ასევე ჩვენი ელჩის თბილისში კარლ ჰარცელის დანიშვნით ადგილზე გვყავს საოცნებო გუნდი, რომელიც ცხადად წარმოაჩენს, რომ ჩვენ გვსურს კონსოლიდაცია და იმედი საქართველოსთვის. ამასთან დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს ამ სიტუაციაში“, – განაცხადა მაიკლ გალერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები