მარკეტა გრეგოროვა: გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, რურუა და მელია
საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს სწორ გზას, გააგრძელოს რეფორმების გატარება საარჩევნო და სასამართლო სისტემაში, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, როგორიც არის გიორგი რურუა ან ნიკა მელია და მისცეს მოქალაქეებს საშუალება, გადაწყვიტონ, ვინ უნდა წარმოადგენდეთ მათ სამართლიან სისტემაში,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო 8 მარტის შეთახმებიდან ერთი წლის შემდეგ უარეს ვითარებაშია
8 მარტის შეთანხმება ერთი წლის წინ შედგა. ახლა აქ ვართ 9 მარტს, ბევრად უარეს სიტუაციაში. შარშან საქართველოს კრიზისიდან გამოსვლა და საარჩევნო რეფორმის გატარება შეეძლო. ამაში ჩვენც აქტიურად ვეხმარებოდით, იქ ვიყავით. შეგვიძლია, ისევ დავეხმაროთ მომდევნო, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმების გატარებაში… ..გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, ბატონი რურუა, ვინც 8 მარტის შეთანხმებაშიც ფიგურირებდა და ბატონი მელია. ნება მიეცით მოქალაქეებს, მათი წარმომადგენელი სამართლიანი სისტემით აირჩიონ, – ამბობს გრეგოროვა.