ზურაბ ქადაგიძე: მთელი რუსული პროპაგანდა გადაერთო ნაც-ოპოზიციის რეაბილიტაციაზე

მთელი რუსული პროპაგანდა გადაერთო ნაც-ოპოზიციის რეაბილიტაციაზე, – ამის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოში დესტაბილიზაცია ორი მოთამაშეს აწყობს და მისი აზრით ესენი რუსეთი და “ნაციონალური მოძრაობაა”

“მთელი რუსული პროპაგანდა გადაერთო ნაც-ოპოზიციის რეაბილიტაციაზე…
ჯერ არ მიუძღვნიათ პირდაპირი ეთერები ნაც-ტელევიზიებს,თუ როგორ “გაარუსა” ქართული საგარეო ვექტორი ქართულმა ოცნებამ?!
სიცხადისათვის
საქართველოში დღეს,თუ კი ვინმეს პოლიტიკური დესტაბილიზაცია აწყობს არის ორი მოთამაშე-
1. რუსეთი-რომელსაც საქართველოს საგარეო კურსი პირდაპირპროპორციულად ხელს უშლის მის გეოპოლიტიკურ ჩანაფიქრებს.
2. ნაც-მოძრაობა-რომელიც არჩევნებით ვერასდროს მოვა ხელისუფლებაში და ამიტომ დესტაბილიზაციაა ერთადერთი გამოსავალი. რუსული ნარატივი=ნაც-ოპოზიციის გეგმები”, – წერს ქადაგიძე და აღნიშნულ ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები