თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ როსარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებისა და ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუციის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უწყებაში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები