ირაკლი ჩიქოვანი: ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ფარული მიყურადება და სპეკულაციური ჩანაწერების შექმნა
“ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ფარული მიყურადება და სპეკულაციური ჩანაწერების შექმნა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ფაბრიკაცია და სპეკულაცია საზოგადოებაში ფეხს ვერასოდეს მოიკიდებს.
„ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ფარული მიყურადება და სპეკულაციური ჩანაწერების შექმნა. რაც რეალურად გვჭირდება ის არის, რომ ამ გზითა და საშუალებით შედეგის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ფაბრიკაცია და სპეკულაცია ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერასოდეს მოიკიდებს. კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს კითხვა პროკურატურას უნდა დაუსვათ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს პროკურატურამ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.