ლიეტუვისა და EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დასახმარებლად “მედიატორთა ჯგუფს” ქმნიან

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები “მედიატორთა ჯგუფს” ქმნიან, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარება – ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“მედიატორთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრები შევლენ, ახლა ყალიბდება და ამ ჯგუფში ნამდვილად ერთზე მეტი მინისტრი იქნება წარმოდგენილი… ეს უნდა იყოს ევროპული სიგნალი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე”,  – ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები