ვახტანგ გომელაური – „შსს აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ“

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს.

ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 „კანონიერი ქურდი“, ასევე, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 49 პირის მიმართ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები