“თუ ხელისუფლება ბრიუსელში კონკრეტული შედეგის გარეშე ჩავა, ნიშნავს იმას, რომ ისინი უარს ამბობენ დასავლურ კურსზე” – ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ საქართველოს დელეგაცია 16 მარტს ბრიუსელში კონკრეტული შედეგის გარეშე ჩავა, ეს იქნება გზავნილი ევროპელი პარტნიორების მისამართით, რომ საქართველო ოფიციალურად უარს ამბობს დასავლურ კურსზე.
უდუმაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
„თუ თქვენ რეალურად გინდათ, დაანახოთ არა მარტო ჩვენს საზოგადოებას, არამედ – საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მზად ხართ, მოლაპარაკებები აწარმოოთ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ, იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ნიკა მელიას გათავისუფლება.
თუ ხელისუფლება 16 მარტს ბრიუსელში კონკრეტული შედეგის გარეშე ჩავა, ეს იქნება გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მისამართით, რომ საქართველო ოფიციალურად უარს ამბობს დასავლურ კურსზე. ამ შემთხვევაში, რეაგირება იქნება შესაბამისი როგორც საქართველოს მოსახლეობის მიერ, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებიდან.
ქართველი ხალხის მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი პროტესტი და თუ ამ პროტესტის გზით ხელისუფლება არ დანიშნავს არჩევნებს, ხალხი თავად გააკეთებს ამას”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მართავს. ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები