ომარ ტაკიძე ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ომარ ტაკიძე კულტურის ცენტრის, შშმ დღის ცენტრის, სასპორტო სკოლისა და ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები და ისაუბრეს სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

“ყურადღება გამახვილდა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ღონისძიებებზე, რომელიც ითვალისწინებს სპორტული სექციების, პროფესიული ანსამბლების რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლების, სასკოლო წრეების ამოქმედების საკითხებს.

ომარ ტაკიძემ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან ის რეგულაციები და რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული.

შეხვედრას მერის მოადგილე – რუსუდან შავაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი – ფრიდონ დავითაძე ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები