იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. დაშავებული თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები