თენგიზ ცერცვაძე: COVAX პლატფორმაზე უკვე გამოქვეყნებულია, რომ კისრულობს ვალდებულებას, მოაწოდოს საქართველოს 129000 დოზა “ასტრაზენეკა”
COVAX პლატფორმაზე უკვე გამოქვეყნებულია, რომ კისრულობს ვალდებულებას, მოაწოდოს საქართველოს 129000 დოზა “ასტრაზენეკა”, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
ცერცვაძის თქმით, სავარაუდოდ, მისი მოწოდება მარტში დაიწყება.
“რამდენადაც ვიცი პრობლემა არ შეგვექმნება და არათუ ზაფხულში, მარტში დაიწყება მოწოდება. იგივე COVAX პლატფორმაზე უკვე გამოქვეყნებულია, რომ COVAX-ი კისრულობს ვალდებულებას, მოაწოდოს საქართველოს 129 000 დოზა “ასტრაზენეკა”, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე “ფაიზერის 29 000 დოზა. სავარაუდოდ, მისი მოწოდება უნდა დაიწყოს მარტში, შესაძლოა 15 რიცხვამდე. ასე, რომ ვაქცინაციის დაწყებამ “ფაიზერის” დაგვიანების გამო, სულ, მაქსიმუმ 2 კვირით გადაიწია, რაც სულ არ იყო დრამატიზაციის მიზეზი. უფრო საბაბი იყო, ვიდრე ეს მოხდა საქართველოს სინამდვილეში,”- განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2 -ის “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა.