თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი აღნიშნულ პოზიციას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ღიად დააფიქსირებს.

„ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვამბობთ საქართველო – ნატო-ს ურთიერთობებისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები