ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, დიალოგის მაგიდის გარშემო გარკვეულწილად პოზიციები უფრო რეალისტური იქნება, რადგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილიც გასაგები იყო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა შედგება.

მისი აზრით, დიალოგის მაგიდის გარშემო გარკვეულწილად პოზიციები უფრო რეალისტური იქნება, რადგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილიც გასაგები იყო.

“მე ვხედავ ამის რეალურ კონტურებსა და საშუალებას და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გაიმართება შეხვედრა. ყოველთვის ჯობს, ყველა შეხვედრის წინ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა და არ გაასწრო მოვლენებს, არცერთ მხარეს არ შეუქმნა უხერხული მომენტები. ამ დიალოგის პროცესმა უნდა დაგვანახოს, თუ რა დისტანციის გავლა შეგვიძლია ამ პოლიტიკური დიალოგის პერიოდში. დიალოგი რომ შედგება, მე ვფიქრობ, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია, დიალოგის მაგიდის გარშემოც, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, პოზიციები უფრო რეალისტური იქნება, იმიტომ რომ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილიც იყო გასაგები, მან არც ერთი მოთხოვნა არ დააყენა ულტიმატუმის სახით. თქვა რომ არსებობს საკითხები და მიიღეთ გადაწყვეტილება იმ ჩარჩოებში, რაცაა კონსტიტუციით განსაზღვრული და იმ სულისკვეთებით, რაც ევროკავშირისთვისაა დამახასიათებელი”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა “დღის კურიერში”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები