გიგი უგულავა: პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს

“პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

უგულავას განმარტებით, შარლ მიშელთან ერთად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი 6-ვე საკითხი პრიორიტეტულია არა ფასილიტატორისთვის, არამედ – უკვე მედიაციისთვისაც.
„საკითხები, რომლებიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის მაგიდაზე იდო, თავადვე შარლ მიშელის მიერ იყო წარმოდგენილი. მან დაარიგა ეს ყველაფერი, მისცა ბატონ ღარიბაშვილსაც. ამ დოკუმენტის მიხედვით, 6-ვე საკითხი პრიორიტეტულია არა ფასილიტატორისთვის, არამედ – უკვე მედიაციისთვის.
ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი მანამ, სანამ მასში არ მონაწილეობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია. პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს,“ – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები