ჭიათურის მერმა შინდისის გმირის დედას დედის დღე მიულოცა

დღეს, დედის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი – გივი მოდებაძე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან, ხათუნა ცერცვაძესთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის ოჯახს ესტუმრა და დარეჯან კუპატაძეს დედის დღე მიულოცა.

“ყველა დედას ვულოცავ დღევანდელ დღესასწაულს – დედის დღეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს. დღეს ჩვენ დედის დღე მივულოცეთ გმირის გამზრდელ დედას, რომლის შვილმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები