იმერეთში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

იმერეთში დედის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა კვირეულის ფარგლებში, ქალთა დღესასწაულების აღსანიშნავად ფოტოგამოფენა – კონკურსი მოაწყო ,,პანდემია ჩვენს ცხოვრებაში”.

ფოტოკონკურსში 14 – 29 წლის ასაკის ფოტომოყვარულები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთა ნამუშევრები მსოფლიო გლობალურ პანდემიას ასახავდა.

ფოტონამუშევრებს შორის, 5 საუკეთესო ფოტოს ავტორი შეირჩა, რომელთაც ფულადი ჯილდო და სიგელები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ გადასცეს.

,,ყველა დედას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვისი შვილებიც შეეწირნენ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას, ასევე ვულოცავ ყველა იმ დედას ვინც იბრძვის თავიანთი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად.

საინტერესო ღონისძიებებით შეხვდა ზოგადად იმერეთი დედის დღეს. ძალიან კარგი ფოტოგამოფენა გაიმართა ზესტაფონში, კონკრეტულად ეს იყო პანდემიასთან დაკავშირებული, თუ როგორ ხედავენ ახალგაზრდები დღევანდელ რეალობაში პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს. კონკურსის შედეგად 5 საუკეთესო ფოტო შეირჩა და ავტორებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ” – ზვიად შალამბერიძე.

ფოტოკონკურსის მიზანი, ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, მოყვარული ფოტოგრაფების გამოვლენა და მათი სტიმულირებაა.

დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედის დღე მიულოცეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

კვირეულს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც შეუერთა.

3 და 4 მარტს, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომცემლობის მოძრავი მაღაზია, წიგნების პრეზენტაციას, გამოფენა – გაყიდვას, სხვადასხვა სახის გათამაშებებს, ფასდაკლებებს და დატვირთული სანახაობის მოწყობას გეგმავს.

ღონისძიების მიზანია პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად, გამომცემლობამ არ გაწყვიტოს აქტიური ურთიერთობა და კომუნიკაცია მკითხველთან, იზრუნოს მათი კომფორტისა და საყვარელი წიგნის ხელმისაწვდომობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები