თინა ბოკუჩავა: კანცელარიასთნ დაგეგმილი პიკეტირების აქცია შეიცვალა და 20 მარტს ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება

“განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო აქციების მოდიფიკაცია მოხდეს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ აქცია ფორმას შეიცვლის და მსვლელობა გაიმართება.

„ჩვენი მიზანია, რომ მთავრობამ აღნიშნული ღონისძიებები არ გამოიყენოს მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად. ამ ყველაფრის ინიცირება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოახდინა.
ხვალ კანცელარიასთან დაგეგმილი პიკეტირების აქცია შეიცვალა და გაიმართება ავტომობილებით მსვლელობა, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და რუსთავისკენ, ნიკა მელიასკენ გაემართება.
ასევე, 13 მარტს დაგეგმილი აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის, რადგან ბატონმა მიშელმა ორკვირიანი ვადა დააწესა იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება იმ საკითხებზე, რომელიც დოკუმენტშია ჩაწერილი,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები