დმანისის მერმა მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მრავალშვილიანი დედები მოინახულა, დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

“ვულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს. მინდა, ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა და შვილების კეთილდღეობა“, – განაცხადა დმანისის მერმა.

ღონისძიება დმანისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივითა და ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები