ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს სასამართლო თავის განვითარების მნიშვნელოვნად მაღალ ეტაპზეა, რომელსაც შემდგომი რეფორმირება და დახვეწა სჭირდება

“დღეს სასამართლო თავის განვითარების მნიშვნელოვნად მაღალ ეტაპზეა, რომელსაც შემდგომი რეფორმირება და დახვეწა სჭირდება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს აღარ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოზე.

„სასამართლო რეფორმას ძალიან თანმიმდევრულად ვახორციელებთ. თუ 2012 წლამდე სასამართლო ყველაზე კარგ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრთან არსებული სსიპ და შპს იყო, დღეს სასამართლო თავის განვითარების მნიშვნელოვნად მაღალ ეტაპზეა, რომელსაც შემდგომი რეფორმირება და დახვეწა სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, დღეს აღარ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოზე, მაგრამ ის, რომ სასამართლოს, ისევე როგორც სხვა ინსტიტუტებს სჭირდება შემდგომი განვითარება, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ სასამართლომ კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა და თავისი დამოუკიდებლობის კარგად რეალიზაცია მოახდინოს სასამართლო სისტემამ. ეს არის სასამართლო სისტემის შიდა ამოცანაც და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, შემდგომ ნაბიჯებსაც გადავდგამთ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები