შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: მისასალმებელია, თუ საკუთარი ქმედებების ფორმას ცვლიან, ჩვენ განწყობილი ვართ კონსტრუქციული მიდგომებისთვის

“მისასალმებელია, თუ ცვლიან ფორმას საკუთარი ქმედებებისა, ჩვენ განწყობილი ვართ კონსტრუქციული მიდგომებისთვის”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც მათი პროტესტი შემდეგში კიდევ უფრო ფრთხილი იქნება.

პაპუაშვილის თქმითვე, მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზადაა.

“რამდენიმე საათით ადრე როცა საუბრობ კონსტრუქციულ დიალოგზე და რამდენიმე საათში კანონდარღვევაზე მიდიხარ, ყველას შევახსენებ, რომ სახელმწიფო დაწესებულების შენობების პიკეტირება კანონდარღვევაა, ეს, მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ არასერიოზულად ამბობდნენ იმას, რომ იყვნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. სხვა მხრივ, მისასალმებელია, თუ ცვლიან ფორმას საკუთარი ქმედებებისა, ჩვენ განწყობილი ვართ კონსტრუქციული მიდგომებისთვის და, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები