გორში “ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის” ოფისი დაარბიეს

გორში “ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის” ოფისი დაარბიეს, ოფისის შესასვლელი კარის და ფანჯრების მინები, სავარაუდოდ, ქვებით ჩაამსხვრიეს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჯგუფური თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ოფისში არავინ იმყოფებოდა.

უცნობია, შევიდა თუ არა ვინმე შენობის შიგნით. თავდამსხმელების ნაწილი პოლიციამ ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები