ხატია დეკანოიძე: 13 მარტს ,,ქართულმა ოცნებამ” შეთანხმების კონკრეტული შედეგები უნდა წარადგინოს, პირველ ყოვლისა, ევროკომისიაში

13 მარტს ,,ქართულმა ოცნებამ” შეთანხმების კონკრეტული შედეგები უნდა წარადგინოს, პირველ ყოვლისა, ევროკომისიაში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის” უპირველესი და უმნიშვნელოვანესი გზავნილი არის ის, რომ ნიკა მელია უპირობოდ უნდა იყოს გათავისუფლებული.

,,ის რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა ღარიბაშვილს, არ არის ადეკვატური იმ მოლოდინის, რაც აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რაც აზიანებს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა. ჩვენი პარტიის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი გზავნილი არის ის, რომ ნიკა მელია უპირობოდ უნდა იყოს გათავისუფლებული და წარმოადგენდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ იქნება მსგავსი მოლაპარაკებები. გიორგი რურუა უნდა იყოს გათავისუფლებული და ვადამდელ არჩევნებზე უნდა დაიწყოს საუბარი. ეს არის ჩვენი პარტიის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ დათანხმდება კონკრეტულ შედეგებსა და კონკრეტულ კომპრომისზე, ეს იქნება ძალიან მძიმე გზა „ქართული ოცნებისთვის“. შევახსენებ მათ, რომ 13 მარტს შეთანხმების კონკრეტული შედეგები მათ უნდა წარადგინონ, პირველ ყოვლისა, ევროკომისიაში“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები