ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტები და სოციალურ პროგრამები განიხილეს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის რწმუნებული – პარმენ მარგველიძე მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარის ბიურო აქვეყნებს.

მათივე განცხადებით, მხარის რწმუნებული და პარლამენტარი ონის მუნიციპალიტეტის მერს – დავით ჩიკვაიძეს, მერის მოადგილეებსა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამსახურის უფროსებს შეხვდნენ და ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს, რამდენიმე თვის წინ ონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაფასეს, რომელიც დღემდე ინტენსიურად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები