ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება.
მიუხედავად ამისა, გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია.
“ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ მოვერიეთ და დავამარცხეთ კორონავირუსი. აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, მათ შორის, პირბადის გამოყენებაზე.
ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაშიც კი, ისრაელში, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი აცრა, ახალი შემთხვევების ყოველდღიური რიცხვი არის 4000, ამიტომ, ყველა რეკომენდაციაზე აღსრულების კონტროლი ძალიან გამკაცრებულია”, – აღნიშნა გამყრელიძემ.