ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას: მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშვებს შესაძლებლობას, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. ამის შესახებ მან ერევანში, თავისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამის გაკეთება აუცილებელია პრეზიდენტთან, პარლამენტთან და პოლიტიკურ ძალებთან ერთად.
„ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ საყოველთაო რეფერენდუმის მეშვეობით მივიღოთ ახალი, ან რეფორმირებული კონსტიტუცია. ვუშვებ, რომ ქვეყანა გადავიდეს საპარლამენტოდან ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე.
მინდა, რომ ხალხმა მიიღოს ეს შესაძლებლობა. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით“, – განაცხადა ფაშინიანმა.