“პატივისცემის ნიშნად, იაპონიის სახელმწიფო დროშა დაეშვა” – იაპონიის საელჩო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში იაპონიის საელჩო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
საელჩო შესაბამის ტექსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“იაპონიის საელჩო საქართველოში, უსამძიმრებს ქართველ ხალხს და გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. პატივისცემისა და ღრმა მოწიწების ნიშნად, დაეშვა იაპონიის სახელმწიფო დროშა. დაე მისი ხსოვნა მარადიული იყოს”,- წერს საელჩო.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.