საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებზე მსჯელობენ.

პატრიარქის დაკრძალვის თარიღი და ადგილი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამასთან, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები