გიორგი ვაშაძე: ხვალ იქნება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, გასულ წელსაც მშვიდობიანი იყო ჩვენი მოქმედებები
“ხვალ იქნება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, გასულ წელსაც მშვიდობიანი იყო ჩვენი მოქმედებები”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ,,ქართულ ოცნებას” დისკომფორტი უნდა შეუქმნას.
„ეს არის მშვიდობიანი აქცია. ჩვენი თანაგუნდელები იქნებიან პარლამენტთან ამ პროტესტის დროს. ეს იქნება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. გასულ წელს ყველა თქვენგანი იყავით იქ და ყველა ხედავდით, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო ჩვენი მოქმედებები. არაფერი განსხვავებული წელს არ იქნება. უბრალოდ, სამწუხაროდ, ვიდრე არ დავიწყეთ ასეთი მოქმედებები, „ქართული ოცნება“ არანაირ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს. უნდა შევუქმნათ დისკომფორტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციამ 26 თებერვლის აქციაზე დააანონსა, რომ 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას დაიწყებენ.