ხობის მუნიციპალიტეტისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 748 ათასი ლარი გამოიყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის, ხეთის და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე.
“დასახლების საერთო კრებებსა და მოსახლეობასთან კონსულტაციებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე – ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით სოფლისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.
სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოქალაქეთა მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება”, – აღნიშნეს მერიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები