“სიცრუეა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები ტოვებენ”

ინფორმაცია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, სიცრუეა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც საკრებულოში განმარტავენ, იმ დეპუტატებმა, რომლებზეც მედიით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, დატოვეს პარტია “მწვანეები” და არა – “ქართული ოცნება”.

“მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მაჟორიტარი დეპუტატები: გაბრიელ ღიბრაძე, ზაზა ზივზივაძე და დიმიტრი კიკნაველიძე საკრებულოში წარმოდგენილი იყვნენ ფრაქცია ,,ქართული ოცნება მწვანეების” სახით და მათივე განცხადების საფუძველზე დატოვეს პარტია ,,მწვანეები” და არა – “ქართული ოცნება”. ისინი რეალურად არ წარმოადგენდნენ პარტია “ქართულ ოცნებას”. იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტიის – ,,მწვანეების” წევრები. ასევე, 26 თებერვალს, პარასკევს საკრებულოს სხდომაზე მათივე განცხადების საფუძველზე მოხდა ახალი ფრაქციის შექმნის დამტკიცება – სახელწოდებით “ქართული ოცნება – ბაღდათელები მომავლისათვის”, შესაბამისად, აღნიშნული დეპუტატები ამჯერად ფრაქციას “ქართული ოცნება-ბაღდათელები მომავლისათვის” წარმოადგენენ”, – განაცხადეს საკრებულოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები