ლევან იოსელიანი: ნიკა მელიას პატიმრობამ მოლაპარაკებების პროცესი უფრო გაართულა, თუმცა, დიალოგისთვის რესურსი კვლავაც არსებობს
ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრებამ მოლაპარაკებების პროცესი გაართულა, თუმცა, დიალოგისთვის რესურსი კვლავაც არსებობს.
რაც შეეხება ოპოზიციის დაანონსებულ აქციებს, ლევან იოსელიანის თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს არცერთი ქმედება, რომელიც კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.
„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, მელიას პატიმრობას ვგულისხმობ, უფრო გაართულა მოლაპარაკებების გაგრძელება. საბოლოოდ, რაღაც თვალსაზრისით შეიყვანა ჩიხში კიდევაც, მაგრამ მოლაპარაკების რესურსი არსებობს.
ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება იმ ფორმით, რაც კანონით დაშვებულია. შესაბამისად, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს არცერთ ისეთ ქმედებაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ოპოზიციამ 26 თებერვლის აქციაზე დააანონსა, რომ 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას დაიწყებენ.